რომანტიზმი

ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია რომანტიზმის ორი ძირითადი სახეობა: პასიური და პროგრესული რომანტიზმი. თუმცა ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია სინამდვილის წარმოსახვის ზოგადი რომანტიკული კონცეფცია.

პასიური რომანტიზმი

მოკლედ ყველაფერი საფრანგეთის რევოლუციით დაიწყო, სადაც ბურჟუაზია გამოვიდა გამარჯვებული, ფეოდალური კლასი კი უფრო მეტად რეაქციული ხდება, იბრძვის დაკარგული პრივილეგიების დასაბრუნებლად. პასიურ რომანტიზმში უმეტესად, დემოკრატიული მასებისადმი მტრულად განწყობილი საზოგადოებრივი ჯგუფის ესთეტიკური იდეალები აისახა. პასიური რომანტიზმის წარმომადგენლებისათვის ნიშანდობლივია მისწრაფება-შეასუსტონ ადამიანში რწმენა საკუთარი ძალებისადმი. საკუთარ შემოქმედებაში იყენებდნენ მისტიკურ, ზებუნებრივ ელემენტებს. მაგ.: უორდსვორტი და კოლრიჯი პირდაპირ ამბობენ რომ ისინი სინამდვილეს კი არ წარმოსახავენ, არამედ ზებუნებრივი ძალებისა და პიროვნების განსახოვნება სურთ. პასიური რომანტიზმი ისტორიულ განვითარებას მიიჩნევდა არა ხალხთა ქმედების შედეგად, არამედ მისტიკური ძალების ნებისყოფის გამოვლენად. ევროპული პასიური რომანტიზმის წარმომადგენლები ხშირად ეხმაურებოდნენ საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციას. მაგ. უორდსვორტი ოდაში „ბასტილიის აღებაზე“ აჯანყებული პარიზელების სახეებს კი არ გვიჩვენებს, არამედ ლაპარაკობს ზებუნებრივ სამართლიანობაზე, რომლის ჩარევამ გამოიწვია ბასტილიის დაცემა. აწმყოსადმი უარყოფითად განწყობილი რომანტიზმი უარყოფდა ცხოვრების განვითარებას, მომავალს საერთოდ, ამას უკავშირდება წინააღმდეგობის გაუწევლობის იდეა. თუ შენ ირწმუნებდი, რომ საზოგადოების განვითრება საერთოდ არ ხდება, სინამდვილე ცვლილებებს საერთოდ არ განიცდის, მაშინ იმ დასკვნამდე მიხვიდოდი, რომ ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლებელია და უაზრობაა ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაც. პასიური რომანტიზმის გმირის მისტიკურ გაუგებრობაშია მოქცეული, არსებითად იგი სათმაშოა ზებუნებრივი ძალების ხელში და გამოხატავს შიშსა და მორჩილებას ღვთაებრივი საწყისის წინაშე. თითქმის უმაღლეს მწვერვალამდე აღწევს პოეტის მიერ ოცნებით შექმნილი სამყარო, რომელიც არანაკლებ რეალურია, ვიდრე ჩვენი სინამდვილე, შეიძლება ითქვას უფრო რეალურიც, ეს იმაზეა დამოკიდებული სად უფრო კომფორტულად ხარ ან სად უფრო გსიამოვნებს ტანჯვა. რა თქმა უნდა ბუნების მოვლენების აღწერას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის უფრო თვითმიზნურ ხასიათს ატარებს. ამიტომაა, რომ პასიური რომანტიზმისთვის ტიპიურია ბუნებაში სინათლის სხივების თამაშისა და ფოთლების სურათების წარმოჩნა. მათთან ბუნების სურათები არ არის დაკავშირებული პერსონაჯის ხასიათსა და ფსიქიკასთან. მართალია, არის ისეთი შმთხვევებიც როცა რეაქციული რომანტიზმის ნაწარმოებებში ბუნებას აქტიური როლი აქვს დაკისრებული, მაგრამ ეს ხდება არა იმ მიზნით რომ აქტიურად ჩავიხედოთ გმირის სამყაროში, ასეთ შემთხვევაში ბუნების მოქმედება ემსახურება რელიგიური იდეის გამოხატვას. რევოლუციის შემდეგ უარყოფითად განწყობილი რომანტიკოსები ადამიანის ცხოვრება სრულ სიზმარში ხედავდნენ, რომელსაც კავშირი აქვს გაწყვეტილი რეალობასთან. სადაც სინამდვილესა და ადამიანის ფანტაზიის შორის საზღვარი წაშლილია, სინამდვილეში კი არც უნდა ყოფილიყო ეს საზღვარი, თუკი ასე დაბეჯითებით გაურბოდნენ ამ ოხერ სინამდვილეს. „-ახლა რამდენიღა დარჩით?“ „_ჩვენ შვიდნი ვართ.“ (უორდსვორტი)

აქტიური რომანტიზმი

აქტიური რომანტიზმის წარმომადგენლები პასიურისგან განსხვავებით აღფრთოვანებით უჭერდნენ მხარს რევოლუციას, მშრომელებს ტირანიისგან გათავისუფლებაში. რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა ჩამოყალიბდა პასიური რომანტიზმის ესთეტიკური და მხატვრული პრინციპების წინააღმდეგ ბრძოლაში. ფორმალურად კი ის უფრო კლასიციზმის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა იმ ეპოქაში, რომელშიც რომანტიზმმა დაიკავა ტახტი კლასიციზმი ვეარ სწვდებოდა თავის მწვერვალებს და მათი ბედის გადაწყვეტაც თვისთავად განგებამ მოაწესრიგა. აშკარა გახდა აქტიურისა და პასიური რომანტიზმის დაპირისპირება. აქტიური ფრთის წარმომადგენლებისათვის შეუძლებელი იყო კაცთმოძულე პრინციპებს ხალხისთვის ეხელმძღვანელა. მათთვის ეს იყო სინამდვილის ათვისება და არა სიზმარი. თუ პასიური რომანტიზმის წარმომადგენლები რეალური და მისტიკური სინამდვილის მოვლენებს თანაბარი მნიშვნელობისად სახავდნენ, მეორე ფრთა კი მხათვრული სახის შექმნის რომანტიკულ საშუალებებს ცხოვრების ყველაზე მტკივნეული საკითხების გამოსახატავად იყენებდნენ. პროგრესული რომანტიზმშიც დიდ ადგილს იჭერს ბუნების სურათები. თუმცა აქ ბუნება წარმოდგენილია ნათელი ცხოვრებისეული სურათებით, რომლებიც ორგანულად ერწყმიან გმირის ხასიათს. ბუნება მიჩნეულია როგორც ადამიანისთვის ძალის მიმნიჭებელი. აქტიური რომანტიზმის დემოკრატიული ბუნება განპირობებულია იმით, რომ მისი წარმომადგენლები ახლოს იდგნენ მე-19 საუკუნის ხალხთა განმათავისუფლებელ მოძრაობასთან. რაც კარგად გამოიხატა ბაირონისა და შელის პოეზიაში, ჰიუგოს ფრანგი ხალხის სულისკვეთებაში. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ რომანტიზმში ხალხის ბედის აქტიურ გამოსახვას. რომანტიკოსები ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდიოდნენ არსებულ რეალობასთან. შელის სიტყვებით „ფულზე იყიდება ყველაფერი, ცის სინათლე, თავისუფლება, მეგობრობის გრძნობა, სიყვარულის უნარი, იყიდება ყველაფერი ცხოვრებიდან, იყიდება თვით ცხოვრებაც.“ პროგრესული რომანტიზმის იდეალები განსაკუთრებით გამოვლინდა მარტოხელა, განდგომილ მებრძოლთა სახეებში, რომლრბიც აქტიურად უპირისპირდებიან ბურჟუაზიულ საზოგადოებას. პროგრესული რომანტიზმი თავის შინაარსით წინააღმდეგობრივია, მისთვის ხომ დამახასიაბელია მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, რაც წინააღმდეგობაში მოდის რეალობასა და საზოგადოებასთან, ამითაა განპირობებული რომ აქ „მსოფლიო სევდას“ დიდი ადგილი უჭირავს, თუმცა ამით დაღლილი დეკადენტები ნაგავზე მოისვრიან უმაქნის რომანტიკულ შეძახილებს და ახალ ეპოქას გაუხსნიან გზას, რომელიც ყველას ჭკუიდან შეშლას გვიქადის. ვნახოთ რა იქნება მე-20 საუკუნეში. 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s