სიმღერა როლანზე-ფრანგული საგმირო ეპოსი

songofrolandpicofroland2ყველაზე ძველი საგმირო სიმღერა, რომელმაც ჩვენამდე ოქსფორდში შემონახული ხელნაწერის სახით მოაღწია არის სიმღერა როლანზე. ხელნაწერი მე-12 საუკუნით თარიღდება, თუმცა ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია, ასევე უცნობია ავტორი. ტექსტში ნახსენებია ტუროლდუსი, ვინ არის ტუროლდუსი? – ჟონგლიორი, კოპირების ავტორი თუ მთარგმნელი. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას არის, რომ ტექსტი ანონიმურია. მას საფიძვლად უდევს ისტორიული ფაქტი; შარლემანი ექსპედიციას აწყობს ესპანეთში სარკინოზთა წინააღმდეგ. თუმცა 778 წ. არიერგარდს ბასკები დაესხნენ თავს, ტექსტის მიხედვით, ამ ბრძოლაში უნდა დაღუპულიყო როლანი. რაც შეეხება არქიეპისკოპოს ტურპენს, ისტორიის თანახმად, იგი 789 ან 794 წელს მოკვდა. ისინი ქრონიკებში ვერ იპოვნეს, ალბათ გამოგონილი პერსონაჟები არიან.

სიმღერა ქრისტიანობისთვის გმირული მსხვერვლთშეწირვისთვის აპოთეოზია. ფეოდალური ღირებულების ამაღლება ქრისტიანულ სამყაროში.

ამგვარად, როლანი მთავარი პერსონაჟია, რომლის გადამეტებული სიამაყე ღუპავს მას და ფრანკთა არმიის ყველაზე კარგ რაინდებს. ასევე საფრთხეში აგდებს ქრისტიანობის ბედს. თუმცა ეს სისუსტე გამოისყიდა გმირული მსხვერპლით, თავისი ჰუმანურობითა და სინაზით. ოლივიეს სახით კი შუასაუკუნეების რაინდობის ულამაზესი სახე შექმნა.

რაც შეეხება არქიეპისკოპოს ტურპენს, იგი ჯვაროსნული ომებით შთგონებული რაინდული სულისაა. ყველაზე მეტად შთამბეჭდავი პერსონაჟია შარლემანი. მოხუცი კაცის სულში თვმოყრილია სიკეთ და ძლიერება, ის თვით ღმერთის რჩეულია, რომელიც თავის გარშემო იკრებს ქრისტიანთა ძალებს სარკინოზთა წინააღმდეგ. რჩება განელონი, ეს არაა მოღალატის კარიკატურა, მას ფრანკები პატივს სცემენ, იგი მამაცია, თვმობეზრებული და დაღლილია ბრძოლითა და როლანის ხუშტურებით და ემზადება შურისძიებისთვის. სიძულვილი აბრმავებს და არ იცის რას სჩადის, მისი მთვარი დანაშაული და შეცდომა ის არის, რომ განზრახვის სისრულეში მოყვანისას ღმერთს შეურაცხყოფს.

ნაწარმოებში აღწერილია კარლოს დიდის ლაშქრობა ესპანეთში და ფრანგების არიერგარდისა და თვად როლანის დაღუპვა რობსევალის ხეობაში. პოემას საფუძვლად დაედო ეპიზოდები კარლოს დიდის ესპანეთში ლაშქრობის ისტორიიდან, რომელიც აღწერილია ეინჰალდის „კარლოს დიდის ცხოვრებაში“. თმცა პოემაში ყველაფერი მხატვრულადაა გადამუშავებული. გადამუშავებულია არა მარტო კარლოს დიდის ლაშქრობა, არამედ არაბეთის ექსპანსიის წინააღმდეგ წარმოებული სხვა მასალებიც.songofrolandpicofroland

ხალხური ეპიკური შემოქმედება თავისებურად ხატავს ისტორიულ ფაქტებს, მაგრამ როლანი ინარჩუნებს მთავარს – მტრებისგან სამშობლოს დაცვის პათოსს, თავდადებას მტრების წინაშე.

ეს ნაწარმოები არა მარტო ესპანეთში წარმოებულ ომს ასახავს, არამედ ეს ქრისტიანობის დანერგვაცაა; მეფე მარსილთნ მოლაპარაკების დროს კარლოსი მშვიდობის პირობით აყენებს მაჰმადიანობის უარყოფის საკითხს, ხოლო ნაწარმოების დასასრულს, თვით დედოფალი ბრამიმონდა იღებს ქრისტიანობას. საერთოდ, ქრისტიანული ელემენტებით სავსეა პოემა: როლანი წარმოდგენილია ღვთის ვასალად, ხოლო კარლოს დიდი თავისი ცხოვრების მისიას ხედავს მაჰმადიანურ სამყაროსთნ ბრძოლაში. ჭაღარით მოსილი კარლოსი იდეალური მონარქის განსახიერებაა, მისი ჭაღარა ნიშანია სიბრძნისა.

მთელი ნაწარმოები ასახავს ფეოდალურ ეპოქას. ამ სიმღერაში თუმცა  განელონის ღალატია აღწერილი, თვითონ გმირი მოღალატედ არ თვლის თავს, განელონის ღალატის ეპიზოდი პოემაში ასახავს ვასალის სიუზერენთან დამოკიდებულებას ფეოდალიზმის პირობებში. ამით ნაწარმოები გმაობს ფეოდალურ თვითნებობას. ცნობილია, რომ ფეოდალები სარგებლობდნენ უფლებით, თვისი სიუზერენის დაუკითხავად გამოეცხადებინათ შინაბრძოლა, ამიტომ განელონს, თავის მხრივ, კანონიერად მიაჩნია ყოველგვარი საშუალებით მიაღწიოს მტრის განადგურებას. ნაწარმოები კიცხავს განელონის ფეოდალურ მორალს და გმობს ფეოდალური ანარქიისა და თვითნებობის სისტემას. „კვნესა არ მართებს მას, ვინც თავის მოძმეს ღალატობს“ – ასეთი სითყვებით მთავრდება სიმღერაში ამბავი კარლოსის სამართლიან განაჩენზე, კარლოსის დაღუპვაზე.

„სიმღერა როლანზე“ ფრანგული საგმირო ეპოსის მწვერვალია. ის ხალხური ნაწარმოებია.

Advertisements

One response to “სიმღერა როლანზე-ფრანგული საგმირო ეპოსი

  1. მშვენიერია, კარგი იქნება სხვა ქვეყნის საგმირო ეპოსების გაცნობაც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s