ჯორჯო ვაზარი

ჯორჯო ვაზარი იტალიური გვიანი რენესანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, არა მარტო მისი მხატვრული შემექმედებით, არამედ მისი, როგორც ისტორიკოსის მნიშვნელობითაც. ორ რამეში უდაოდ პირველობას ინარჩუნებს ვაზარი – ერთი, რომ ის პირველია, რომელმაც გამოიყენა სიტყვა რენესანსი იმ სახელოვნებო სტილის ერთიანი სახელწოდებისთვის, რომელიც იმ დროის იტალიაში (და არა მარტო) საკმაოდ პოპულარული იყო. მეორე, იმიტომ რომ ვაზარი პირველი ხელოვნებათმცოდნეა, რომელმაც…

ფარსი პირველი: ჰუმანიზმი

ერთხელ, ერთი ინტერვიუს დროს მკითხეს თუ ვინ მიმაჩნდა ყველაზე ჰუმანისტ მხატვრად, ვუპასუხე, რომ ფრენსის ბეკონი ნამდვილად დიდი ჰუმანისტი იყო.   ფარსი პირველი: ეს ჰუმანიზმი ძალიან განსხვავდება ბერძნული იდეალური ქანდაკებისგან, ღმერთკაცისა და მისი ატრიბუტიკისაგან. ჰუმანიზმი თავისი არსით თანამედროვე მსოფლმხედველობაში არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს შემწყნარებლობას, სიკეთეს ან მსგავსი ეპითეტების რახარუხს, არც კეთილშობილ ადამიანს, რომელიც მზად არის საკუთარი…

ფსკერი ვარ

როგორ გაფერმკრთალდა საზღვრები, სიღრმეში , ფსკერზე, მხოლოდ ჩემი თავია დასაზღვრული, რაც უფრო დიდხანს ვიყურები სარკეში მით უფრო ფართოა საზღვრები, მაგრამ არის, მაინც არის, მოულოდნელობა დღევანდელი საღამოსი, სადღაც შორს მოვკვდი, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ სიკვდილს, მთელი დღეა შუადღეა და აღარ ვკვდები, არგონავტებივით შემომერტყნენ მაისები თავისი იასამნებით, მოგაქვს, მოგაქვს უამრავი ყვავილი ჩემთან, ყვავილებად იქცა ჩემი სახლი, დაზამთრებას ველოდებით,…

გიორგობა

რა დასანანია ჩაიკოვსკის მეხუთე სიმფონიას რომ აღარავინ უსმენს, პილმენებს როცა ყიდულობ და თავად არ შეგიძლია ჭამა, ნადუღს ვერ იტან, კატა გაბრაზებულია ორი დღით დაუგვიანეს კვება, რა დასანანია, რომ დაბალ ხმაზე ტელევიზორის ყურება აკრძალულია, ფრჩხილებს იზრდი, მაგრამ ფხანისას გტყდება, გტკივა, კატას მოსწონს დილით ფანჯარაში გამვლელები მის სილამაზეს როცა ეთამაშებიან. ჩაიკოვსკის მეხუთე სიმფონია ბევრად ჯობია მეოთხეს. რა…

რელიგია და ჯვარცმის ეპიზოდი ხელოვნებაში

დღევანდელ დღეს, 2020 წლის 17 აპრილს მართლმადიდებლური სამყაროსთვის საკმაოდ მძიმე დღეა, დღეს, პარასკევს, სახარების მიხედვით ღმერთისა და კაცის ძე ქრისტე ჯვარს აცვეს. ხელოვნებაში ჯვარცმის ფენომენი საკმაოდ მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი. ზოგადად რელიგიურ-მითოლოგიურ თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ამას განმაპირობებელი მიზეზებიც ჰქონდა. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში გამოუცნობი მოვლენების რწმენა შემოვიდა უკვე იმ დროიდან დაიწყო ადამიანმა ღმერთის…