ღმერთი – პირველი ხელოვანი

მეცნიერები გვეუბნებიან რომ ხელოვნება 100 000 წლის წინ თუ არა 30 000 წლის წინანდელი მაინცაა და ამას 400 გამოქვაბულში აღმოჩენილ ნახატებს უკავშირებენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, 0-ის ცნების ქვემოთაც გრძელდება ათვლა და როგორც ერთი ისე მეორე ბოლოდან (სიტყვა „ბოლოდან’ აქ უადგილოა) ათვლა უსასრულოა და მისი შემკავებელი არც ღმერთია (ისევ და ისევ ღმერთი, ხომ ხედავთ ყველა თემას მისკენ მივყავართ, არის ამაში რაღაც უჩვეულო და მიუღებელიც, სიზიფეს აზროვნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (სიზიფე-ბერძნული მითოსის ერთ-ერთი გმირი) ). ხოდა, ჩვენ თუ ხელოვნებას მაინც და მაინც ადამიანს ვუკავშირებთ და მის დასაბამს ადამიანის დასაბამიდან ვიწყებთ (ეს კარგი რამეა – ადამიანმა ხატვა წერაზე ადრე ისწავლა J ), ცოტა არ იყოს და ვცდებით (რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური აზრით).

თუ გინდა დაფიქრდი – სისულელეა ყველაფერ ღმერთის შექმნილ-მოგონილს ბუნება ან ბუნებრივობა ვუწოდოთ, გარდა ღმერთამდე არსებული მდგომარეობისა, მერე კი ყველაფერი მისი მოგონილია, ანუ ღმერთი ხელოვანია.

ვისაც ღმერთი სწამს, ჩვენც ღმერთის მიმბაძველი ხელოვანები ვართ. მაგრამ სად არის აქ სიტყვა „შემოქმედება“ ? არამც და არამც, არ დამვიწყებია, მის არსზე ლაპარაკს არ მოვყვები, გამიგრძელდება, ხალხს კი დიდი პოსტების კითხვა ეზარება 😦 მეც მეზარება 3:)  . ხოდა მორწმუნეებს, რომლებსაც საკუთარი სიმცირე შეგუებული აქვთ, ღმერთისა და მათ გასამიჯნავად სიტყვა უნდა მოეფიქრათ, ამ სიტყვის ტვირთი კი „შემოქმედებამ“ იტვირთა.

მათ კი ვისაც ღმერთი არ სწამს – ჩვენ ყველაზე ჭკვიანი და მგრძნობიარე არსებები ვართ. ჭკუა და მგრძნობელობა სრულყოფილების ატრიბუტებია, რამდენადაც მათი ერთობით ერთიანდება ხილული და მისტიური, გრძნობადი სფერო. ამის მეტი კი არაფერი უნდა მაიმუნს, რომ თავი ღმერთად იგრძნოს და ათასი სკოლა დააარსოს ათსი სახელწოდებით. მოკლედ სისულელეა ადამიანის დაუკმაყოფილებელი სრულყოფილება (და პარადოქსიც) ).

მოკლედ მოდით მაინც შევთანხმდეთ რომ ღმერთი (რაც გინდა დაარქვით მას: გონი, არარა და ა.შ.) ხელოვანია რომელსაც, დამეთნხმებით, ძალიან მაგარი გემოვნება აქვს. თუნდაც ავიღოთ მისი აისი და დაისი, ფერების ასეთი შეთანხმება მე ჯერ არსად მინახავს. აიღეთ მზე, მზე რომელიც ჰაერში ირეკლება, მე ასეთი გამჭვირვალე ჯერ არსად არ მინახავს. მოდით ვისაუბროთ მუსიკაზეც, ოკეანის სიღრმეებში სხვადასხვა ზღვის ცხოველის მიერ გამოცემული ხმების ჰარმონიულად შეთანწყობაზე, მე ასეთი ხმები ჯერ არ მომისმენია (მართალია დოკუმენტური ფილმების აუდიო ჩანაწერებზე, მაგრამ მაინც არსად მომისმენია მათზე მშვენიერი რამ, ალილუია).

უმაღლესი გონი უმაღლესი სკულპტორიც არის. როცა ამდენ მწვერვალს უყურებ, ზოგს კომპიუტერის ეკრანზე, ზოგსაც აქვე ახლოს კავკასიონზე, ხვდები რომ ასეთი ქანდაკი ჯერ არსად არ შეგხვედრია. და აი მივედით ადამიანზე, აქ ღმერთის კრეატიულობამ უმაღლეს დონეს მიაღწია და მისი ქმნილება პოლიფონიური შედევრი გამოვიდა სხვადასხვა ფუნქციით (აქაც ალილუია)

ბოლოს დასკვნა: არსი ყველაზე დაუშრეტელი შემოქმედია, რომლის ვულკანური წითელი სხვაგან არსად მოიპოვება, რომელიც მხოლოდ თვითონ იყენებს ქარვისფერს ისე რომ ყვითელში არ ერევა, მინდა გითხრათ რომ ეს ვერცერთმა მხატვარმა შეძლო ჯერ-ჯერობით, მაგრამ გატყუებთ, არის ერთი ნახატი, მხატვარი არ ვიცი, ნახატს “შემოდგომა” ჰქვია,  გვიანდელი ნამუშევარი უნდა იყოს, ღმერთს უტოლდება ისეთია (იხ. ქვემოთ) თეთრი ფერისგან განსხვავებით, ჩვენი თანატომელების თეთრი მგონი აღემატება კიდევაც ღმერთის თეთრს, მაგრამ უკიდურესი პოლუსების თეთრს რომ ვიხსენებ შეიძლება ჩემ აქსიომაში ეჭვიც კი შევიტანო. მაგრამ არა უშავს, მაინც მაგრად ხატავდნენ ჩვენები. აი გამჭვირვალე კი ღმერთივით არავის არ გამოსდის (ეს ჩემი საყვარელი ფერია). ზემოთაც ვახსენე ჰაერში გამავალი მზის სხივი, მნიშვნელობა არ აქვს ცისკარზე იქნება ეს თუ მწუხრზე, ყოველ ჯერზე როცა კი არ უნდა გადავაწყდე ამ ფერს, მეუხერხულება ამ სიტყვის თქმა, მე ხომ გოგო ვარ.

ასე რომ ღმერთის მიერ შექმნილი კიდევ სხვა დარგები კონკურენციის გარეთ დგას, ეს იქნება: მის მიერ შექმნილი სიმშვიდე ‘შავ ზღვაში“ ცურვისას (სხვა ზღვაზე ჯერ არ მიცურავს), მთების გამაყრუებელი სიჩუმე, როცა ნელ-ნელა გრძნობ რომ შენც მთად იქცევი სადაცაა, ნოტიო ბალახი დილით, მისი ენერგიით შეგიძლია გეასაც კი გაუტოლდე (დედამიწა ბერძნულ მითოლოგიაში), ან თუნდაც ხეები, აი შენ უკვე ბრძენიც ხარ (სკანდინავიური მითლოგიის მიხედვით ოდინმა ხიდან მიიღო სიბრძნე საკუთარი თვალების სანაცვლოდ), ჭალები, მწერების ფრთები, გიგანტური ვეშაპი და კიდევ ათასობით სხვა დარგი რომელიც ღმერთმა თავისი უნარით შექმნა და უმაღლეს შემოქმედებას მიაღწია. დანარჩენი კი ჩვენი შექმნილი პატარ-პატარა სამყაროებია, რომლებიც ზოგჯერ ტოლს არ უდებენ მათ.

რა თქმა უნდა ეს პოსტი უფრო მორწუმნეებისთვისაა, ვისაც სჯერა რომ სამყაროში ადამინის გარდა კიდევ სხვა ძალაც მოქმედებს, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელსაც ეს სამყარო და დედამიწის ბუნება, თავისი ჭალებით რომელიღაც დიდებული შემოქმედის შექმნილი ჰგონია და ბოლომდე უყვარს ის.

ადამიანის თეთრი:

tumblr_mkeehnC4OZ1s2nkc5o1_500474px-Elizabeth,_Queen_of_Bohemia_from_NPGPrimavera (detail), Sandro Botticelli

tumblr_mngpdrJOcy1qjehcpo1_500

tumblr_mmqlksrk9P1rng5blo1_500ken marzorati

ღმერთის თეთრი:

ice-05ice-wallpapers

yazzy_iceland_proofs-098

tumblr_mnq5g4eeSk1rc7qh3o1_400

1010819_359252987510636_836489437_n

ქარვა:

amber

ადამიანის მცდელობა ქარვისფერისა:  1.შემოდგომა 2.მიშელი 3. ფრედერიკ ლეიტონი 4. ჟან ბაფტისტ სანტერეRustyMix_1

White_Micheal_painting_a_modern_paintings_lovers_paintings

Flaming June, c.1895

Jean-Baptiste Santerre “Young Woman Sleeping”

ღმერთის წითელი:

VULCANO

ადამიანის “ღვთაებრივი” წითელი: 1. ალტამირას გამოქვაბული 2. ელ გრეკო  3. ფრესკა-ხულო 4. ჯონ კოლიერი 5. ჯონ კოლიერი 

ალტამირას გამოქვაბული

The_Disrobing_of_Christ_1583

freska

Collier, Lady Godiva

Priestess of Delphi

ადამიანის გამჭვირვალე:

agostinoarrivabene

ღმერთის გამჭვირვალე:

tumblr_mo1h116sew1qksxoro1_r1_1280

ადამიანის ჭალები – უოტერჰაუსი  “ჰილასი და ნიმფები”

DD-Hylas-Waterhouse

ღმერთის ჭალები:

13_naked-stone_2889_852 14_naked-stone_2969_852 simon winnall

ღმერთის აისიდან დაისამდე:

mountain-sunrise-18614-2560x1440

1979-sunset-1680x1050-beach-wallpaper

4 Comments Add yours

  1. პოვეტი არის says:

    იმდენი ვსქროლე დასალაიქებლად,თითები დამეღალა.

    1. mariameve says:

      კომენტარის წერისას ალბათ თითებს ასვენებდი 🙂

      1. პოვეტი არის says:

        კომენტარის დაწერა მეორე გმირობა იყო უკვე :დ

Leave a comment